“კი ევროპას, შემოსავლების ზრდა, პენსიონერების დაცვა, ძლიერი ქართული ოჯახი, ფასების მაფიის დასრულება” - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელმაც “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” 5 მთავარი საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა.
გამოსვლაში ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, “ნაციონალური მოძრაობა” კოალიციურ პარტნიორებთან ერთად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა