სასესიო მოსმენა პარლამენტში

04 სექტემბერი 2024, 17:50 290 ნახვა

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ამნისტიის შესახებ კანონპროექტების განხილვაზე ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა, რის გამოც ქართული ოცნების წევრებმა ოპონენტები გააკრიტიკეს .

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია გარე ძალებზეა დამოკიდებული და მათ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ვერ გაბედეს. პაპუაშვილის შეფასებით ოპოზიციას  საკუთარი ხალხის  ნაცვლად, მხოლოდ უცხო ქვეყნებისგან  დადებითი შეფასება აინტერესებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში