პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებამდე ფუნდამენტურად არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა, "პატრიოტთა ალიანსი " არჩევნების ბოიკოტირების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ინაშვილმა კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა, მისი განცხადებით არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნაზე კანდიდატს 30 000 ლარიანი ჯარიმა უნდა დაეკისროს. ინაშვილმა უმრავლესობასაც მიმართა და განაცხადა, რომ თუ ისინი არავის მოუსმენენ კოლექტიურ სააკაშვილებად გადაიქცევიან.