ამ წუთებში პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. მეათე მოწვევის პარლამენტი პლენარულ სხდომებს სექტემბრის თვეში - ორი სასესიო კვირის ფარგლებში გამართავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა და მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომების შემჭიდროებულად გამართვა დაანონსა.