საზღვარზე ნაცემი პირი თურქეთშია საავადმყოფოში

07 აპრილი 2017, 00:00 11793 ნახვა

თურქეთ-საქართველოს საზღვართან ნაცემი მოქალაქის,  როინ ლეონიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  მას სახის არეში ნახეთქი ჭრილობები აღენიშნება.

ლეონიძე თურქეთში, ქალაქ ხოფის საავადმყოფოში იმყოფება.

შემთხვევა თურქეთ-საქართველოს გამშვებ პუნქტზე მოხდა. თურქმა მებაჟეებმა, საქართველოს მოქალაქე სცემეს. თვითმხილველის ინფორმაციით, ლეონიძე მეუღლესთან და სიდედრთან ერთად, დილის 6 საათზე თურქეთში გადადიოდა, როცა მესაზღვრემ ერთ-ერთ მოქალაქეს პასპორტში უკან დაბრუნების ბეჭედი ჩაურტყა.

როგორც იქ მყოფები ამბობენ, სავარაუდოდ, თურქული ენის არცოდნის გამო, მოქალაქემ მესაზღვრის მოთხოვნა ვერ გაიგო და მოძრაობა თურქეთის მიმართულებით გააგრძელა, რის გამოც 4 მებაჟე მას ფიზიკურად  გაუსწორდა.

საქმეზე თურქი სამართალდამცავები მუშაობენ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლების ჩართულობით.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი საქმე არ აღიძრა, სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი თურქეთის ტერიტორიაზე მოხდა და მათ არ აქვთ უფლება საქმის წარმოება დაიწყონ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი