„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტები

02 სექტემბერი 2024, 17:59 439 ნახვა
00:00
00:00

დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მუხლობრივად იმსჯელა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ  საკანონმდებლო ინიციატივაზეც, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

კანონი არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთა შვილად აყვანა და სქესის შეცვლის ოპერაციები. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში