მედეა ვასაძის ბრიფინგი 

02 სექტემბერი 2024, 11:01 458 ნახვა

“ემსახურე საქართველოს” წარმომადგენელი მედეა ვასაძე მუხრან ვახტანგაძეს მურმან დუმბაძეზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, მის თანამებრძოლს 15 კაციანი ჯგუფი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, ძალადობრივ ჯგუფს მედეა ვასაძის თქმით, აჭარის მთავრობის აპარატის მრჩეველი მუხრან ვახტანგაძე ხელმძღვანელობდა.

პოლიტიკოსებს ოფიციალური განცხადებით საგამოძიებო უწყებებისთვის არ მიუმართავთ, მიაჩნიათ, რომ ძალოვანი უწყებები და მთავრობის თავმჯდომარე სატელევიზიო ბრალდებებით უნდა დაინტერესდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი