გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოართვეს

01 სექტემბერი 2024, 17:42 336 ნახვა

გიგა ოჩხიკიძეს პარიზში მიმდინარე 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოართვეს.

ქართველმა  ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდის ავტორიც გახდა, მოგვიანებით მიღწევა გაუუქმეს.

გამარჯვებულად ქართველი პარასპორტსმენის გამოცხადების შემდეგ, მოროკოს და პოლონეთის დელეგაციებმა შედეგები გააპროტესტეს, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი მსაჯები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ოჩხოკიძემ წესები დაარღვია და მისი შედეგი გააუქმეს.

თამაშების ოფიციალურ გვერდზე ცვლილებები შეიტანეს.

ჯერჯერობით ქართულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში