ქართველი პარამძლეოსნის, გიგა ოჩხიკიძის ოქროს მედალს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია, გილოცავთ!“, - წერს იგი.
გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია, ქართველმა პარამძლეოსანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.