ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება

01 სექტემბერი 2024, 15:00 284 ნახვა

პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება. პროექტს ხვალ მუხლობრივად - მეორე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება.

მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტა. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში