ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის განცხადება

01 სექტემბერი 2024, 11:56 337 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ მოსარჩელე მხარის ინიციატივით მოუსმინეს ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს იმის განსამარტად, გამჭვირვალობის კანონში გამოყენებული სიტყვები იწვევს თუ არა სტიგმატიზაციას. მან თქვა, რომ კანონში გამოყენებული სიტყვები უარყოფითი შინაარსის მატარებელია და ნეგატიურ კონტექსტს ქმნის.

მარინა ბერიძის გამოსვლას დღეს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა უპასუხა. ნანა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ბერიძის პოზიცია ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას არ შეესაბამება.

მაჭავარიანის თქმით, მოცემული კანონის დასახელებაში გამოყენებულ სიტყვებზე მსჯელობა შესაძლოა ენათმეცნიერის კომპეტენციას ცდებოდეს და ფიქრობს, რომ აუცილებელია საკითხთან დაკავშირებით ფსიქოლოგის მოსმენაც. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“ კანონის დასახელებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში