აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ისინი ხურვალეთში იმყოფებოდნენ. ადგილზე გაეცნენ ოკუპაციით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.
მათ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიაწოდა. დელეგაციის წევრებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.