უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. უსკოში 14 პოლიტიკური პარტიის განცხადება შევიდა , აქედან რეგისტრაციის პროცესი უკვე გაიარეს პარტიებმა : „კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი“, „ტრიბუნა“, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“, “ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ , „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ და " საქართველოს ევრპოული დემოკრატები ".
კიდევ 7 პარტია რეგისტრაციის პროცესშია, ესენია: „ახალი ერთობა გვარამია მელია“, „ , " ძლიერი საქართველო ლელო, ხალხისთვის“, თავისუფლებისთვის,“ “სამართლიანობისთვის“, “თავისუფალი საქართველო“, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ", " პატრიოტთა ალიანსი " და „საქართველო“. ახლა პარტიებმა სიები უნდა წარადგინონ, რომელშიც უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 21-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი.