მმართველი გუნდი აცხადებს, რომ უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში. ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა, მისი თქმით არასამთავრობო ორგანიზაცია NDI უხეშად ერევა წინასაარჩევნო პროცესში და აფინანსებს ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებსა და აქტივობებს საქართველოს რეგიონებში.
გივი მიქანაძე ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ ჩატარებულ “დემოკრატიის ფესტივალსაც” გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ამ შემთხვევაშიც კონკრეტული ფესტივალი “დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დაფინანსებით იმართება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით მსგავსი ქმედება სხვა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მიუღებელი იქნებოდა.
მმართველი გუნდის ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიების წევრები გამოეხმაურნენ.