სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

25 მაისი 2016, 00:00 5508 ნახვა

სიტყვიერი დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში. შელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაში გადაიზარდა. საჭირო გახდა მანტადურების ჩარევაც. სხდომის წამყვანმა ზვიად ზვიადაურს დარბაზი დაატოვებინა. მოგვიანებით საპარლამენტო უმცირესობამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, ისინი პარალმენტს ბოიკოტს უცხადებენ, რომ 8 ოქტომბრამდე სხდომებს აღარ დაესწრებიან.

დაპირისპირება ზაზა პაპუაშვილის ინიციატივას მოჰყვა. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეპუტატებს მოუწოდა 2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილებისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფეხზე არ წამოდგნენ, რასაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში