ნესტორ ხვინგიას ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდია აღწერილი დოკუმენტურ ფილმში, რომლის დახურული ჩვენება ბათუმში გაიმართა. ვიქტორ ხვინგია იყო პიროვნება, რომლის სტამბაში, ბათუმში 1921 წელს საქართველოს პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა.
ფაქტს დიდ გამბედაობად და გმირობად აფასებენ ისტორიკოსები, რადგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხვინგიას სტამბაში იმ დროს დაიბეჭდა, როცა ბოლშევიკებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ თბილისი და კონსტიტუციის დაბეჭდვის შემდეგ მალევე ჟორდანიას მთავრობა ბათუმიდან იტალიურ გემს ემიგრაციაში გაჰყვა.
ფილმის მასშტაბური პრემიერა თბილისში სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი. დოკუმენტური ფილმი აჭარის განათლების სამინისტროს თავისუფალი ინიციატივების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტია, რომლის ხელმძღვანელი ზვიად სირაბიძეა.