სტიქია იაპონიაში - ტაიფუნ „შანშანის“ მოახლოებასთან დაკავშირებით ავიაკომპანიებმა და სარკინიგზო ოპერატორებმა დაგეგმილი რეისები გააუქმეს, სააგენტო როიტერის ინფორმაციით, გაცემულია მოქალაქეების ევაკუაციის ბრძანება.
ძლიერმა ტაიფუნმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ამ დრომდე ეძებენ 3 დაკარგულს.
მოსალოდნელია, რომ ტაიფუნი იაპონიის კუნძულ კიუშუს მომდევნო დღეებში დაარტყამს და შაბათ-კვირისთვის კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოს მიუახლოვდება.