თანამედროვე ქართული კერამიკა - საჯარო ლექცია

27 აგვისტო 2024, 18:01 484 ნახვა

„თანამედროვე ქართული კერამიკა“- იყო აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამართული ლექცის მთავარი თემა, ლექცია ფესტივალ „კერამიკის  ალქიმიის „ ნაწილია, რომელიც 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით პრაქტიკულ  კერამიკულ და საგანმანათლებლო აქტივობებს  მოიცავს.

კერამიკასთან მუშაობის მასტერკლასებში  ბათუმელი და ჭვანის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობენ, სწორედ ჭვანაში, სოფელ ბრილში არსებულ კერამიკულ სახელოსნოში გაიმართება პრაქტიკული აქტივობები 1- დან 5 სექტემბრამდე, ფესტივალის დასკვნითი ნაწილი კი ,რომელიც გამოფენასა და დაჯილდოვებას მოიცავს 6 სექტემბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმშია დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში