ქართული ოცნების საარჩევნო დაპირებები და მთავარი გზავნილები დღესაც პოლიტიკოსების შეფასებების საგანია. ოპოზიციის განცხადებით, ქართულ ოცნებას მოსახლეობის მოტყუების რესურსი აღარ დარჩა.
მათი თქმით, მოქმედი ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაციას და ქაოსის შექმნას. ქართული ოცნების წარმომადგენლები სრულად იზიარებენ პარტიის საარჩევნო გზავნილებს და ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დასრულება ქვეყნის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.