უმაღლეს ჯილდოებზე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე კიდევ რამდენიმე სპორტსმენი წარადგინეს

26 აგვისტო 2024, 11:54 302 ნახვა

ოლიმპიურ თამაშებზე 204 ქვეყანას შორის საქართველო  24-ე ადგილზე გავიდა და ეს არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი -განაცხადა ქვეყნის პრემიერმა. რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობის განკარგულება პარიზის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულების, მედალოსნების, მწვრთნელების, საექიმო პერსონალისა და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებისთვის დაპირებული პრემიების მიღების შესახებ დღეს დამტკიცდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წმინდა გიორგის სახელობის ორდენზე ოლიმპიური გუნდის წევრები: ლაშა შავდათუაშვილი და ნინო სალუქვაძეც არიან წარდგენილები.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში