„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ამბროლაურში

25 აგვისტო 2024, 19:44 361 ნახვა

ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია გრძელდება, ამჯერად პარტიის ლიდერები საპატიო თავმჯდომარესთან ერთად ამბროლაურს ეწვივნენ და მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, ბიძინა ივანიშვილის თქმით ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, ამიტომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს.

საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით კი გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ სიძულვილი და მოჭარბებული აგრესია ე.წ პოლარიზაცია, რომელიც მთლიანად გარედან არის ხელოვნურად თავს მოხვეული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში