"ერისიონის" კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

25 აგვისტო 2024, 12:03 411 ნახვა

„ერისიონმა“ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხესა და დროში მაყურებელი კიდევ ერთხელ ამოგზაურა. „ბლექ სი არენა“-ზე სამი განყოფილებისგან შემდგარი კონცერტი, მაყურებლის ოვაციებისა და აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა. „ქართული საგანძური“ - ასე ჰქვია შოუ პროგრამას, რომლითაც 140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაყურებელს აცნობს ქართულ ცეკვასა და მრავალხმიანობას.

კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Starring Georgia - ს ფარგლებში ჩატარდა. კამპანიის მთავარი მიზანია, ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში საყვარელი მუსიკოსების მოსმენა ხელმისაწვდომი გახადოს და განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში