სასამართლომ 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

23 აგვისტო 2024, 17:56 268 ნახვა

გორის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელი პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია.

დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში