“ღამის სერენადები “

23 აგვისტო 2024, 14:40 352 ნახვა

ლიანა ისაკაძის სახელობის  საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ კონცერტები ბათუმში  დღეს 20:00 საათზე  და  25 აგვისტოს  გაიმართება. კონცერტებში  მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობენ. მოწვეული კლასიკოსი მუსიკოსები პარალელურად მასტერკლასებსაც გამართავენ.

დღეს ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ცნობილი  იტალიელი  ბანდონეონისტი მარიო სტეფანო  პირტროდარკი მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს შეასრულებს, ღამის სერენადები  ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე  საერთაშორისო ფესტივალია  საქართველოში, რომელიც  უკვე 42 წელს ითვლის. მისი შექმნის იდეა ლიანა ისაკაძეს ეკუთვნის, რომელმაც ფესტივალი აფხაზეთში დააფუძნა, 1991 წლიდან ფესტივალმა ფუნქციონირება შეწყვიტა, 2002 წლიდან კი ბორჯომში „ხელოვნების  ზეიმის“ სახელით ტარდებოდა.

ღამის სერენადების სახელით   ფესტივალი 2009 წლიდან ბათუმში აღდგა. გასული წლის მსგავსად კონცერტები სამ ქალაქს მოიცავს, გახსნა ბორჯომში გაიმართა, კონცერტები  ბათუმში გრძელდება, დასკვნითი ნაწილი კი  თბილისში 15,17,18 და 20 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი