სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციით, საკუთარი არალეგიტიმურობა პირდაპირი ფორმით აღიარა - პრემიერი

23 აგვისტო 2024, 12:11 138 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციით, საკუთარი არალეგიტიმურობა პირდაპირი ფორმით აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პერმიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივად თუ სხვა კუთხით, არის ცუდი.

„კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია და ამით აღიარა საკუთარი არალეგიტიმურობა პირდაპირი ფორმით. ეს ერთი. რაც შეეხება თვითონ სამართლებრივ პროცესს. რა თქმა უნდა, აქ პარლამენტი იქნება წარმომადგენელი და ყველა პოზიცია იქნება დაცული. სამართლებრივად აქ ძალიან მარტივად არის საქმე. გამჭვირვალობას ვერ ექნება ვერავითარი ალტერნატივა, აქედან გამომდინარე, პერსპექტივა ვერ ექნება იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი.

შეუძლებელია დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივად თუ სხვა კუთხით, არის ცუდი. ამას ამტკიცებს სარჩელი. შესაბამისად, ასეთ სარჩელს, ვერავითარი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება. ამაზე გაგრძელდება მსჯელობა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, ჯერ-ჯერობით ამაზე გადაწყვეტილება არ არსებობს. პარლამენტში მიიღება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პარლამენტში მიიღება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში