საქართველოდან აშშ-ში მძიმე დანაშაულისთვის ძებნილის ექსტრადირება მოხდება

20 აგვისტო 2024, 14:43 337 ნახვა

არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, აშშ-ის მოქალაქის შტატებში ექსტრადირება მოხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს მიმდინარე  პროცესზე  მიიღო.

საქმის პროკურორის ნიკა მენთეშაშვილის განცხადებით, დაკავებული პირის მიმართ აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით სამართლებრივი მოქმედებები განხორციელდება. ადვოკატის განცხადებით, საექსტრადაციო პროცედურებს დაქვემდებარებული პირი ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტაციაში გაასაჩივრებს. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების ერთი მოქალაქე დააკავა. იგი არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნებოდა. სუსის ინფორმაციით, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად ამოღებულია დაკავებულის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში