ტრადიციული დოღის გამარჯვებული უკვე ცნობილია. შეჯიბრებაზე ყველაზე სწრაფი თორნიკე თოდრია აღმოჩნდა და ბახმაროს თასიც დაიმსახურა. დოღის პარალელურად გაიმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი. საღამო ფოიერვერკით და ელექტრონული მუსიკით დასრულდება.