პოლიტიკური გაერთიანება ,,ძლიერი საქართველოს” სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ

19 აგვისტო 2024, 11:49 384 ნახვა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ძლიერი საქართველო” სასამართლოში ცესკოს იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრები აღარ ჩატარდება.

,,ძლიერი საქართველოს” წევრებმა დღეს ამ საკითხზე ბრიფინგი საქალქო სასამართლოსთან გამართეს.  გიორგი სიორიძის თქმით, ცესკოს ახალი დადგენილებით საარჩევნო კოდექსი ირღვევა. მისი თქმით, დადგენილება არის უკანონო, პრობლემურია სამართლებრივად, ცესკოს არ გააჩნია ამის უფლებამოსილება, თუმცა, ამბობს, რომ ცესკო დღეს ერთპარტიულია, ყველაფერი კი არჩევნების გაყალბების გამო ხდება. 16 აგვისტოს მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით ცესკოში განმარტება რამდენიმე წუთში გაკეთდება

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში