ვითარება ისრაელში

18 აგვისტო 2024, 14:49 291 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ბოლო 24 საათში, ისრაელის თავდასხმას ღაზის სექტორში 10-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ვითარების გამწვავების ფონზე ახლო აღმოსავლეთს დღეს ენტონი ბლინკენი ეწვევა.

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დოჰაში, ამერიკის შეერთებული შტატების, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით, მომავალ კვირას განახლდება. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება "ჰამასის" მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში