სააღმზრდელო პროცესი

06 აპრილი 2017, 00:00 3385 ნახვა

შუახევში, ბარათაულის საბავშვო ბაღში მეორე დღეა სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამის მიზეზი  საკანალიზაციო სისტემის დაზიანება გახდა. ბარათაულის ბაღში სააღმზრდელო პროცესების შეწყვეტამდე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ ჩვენთან სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, პირად საუბარში კი აღნიშნეს, რომ გეგმიური შესწავლის შედეგად ხარვეზები არ გამოვლენილა და ბაღში სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტას  შესწავლასთან კავშირში არ აქვს. გამგეობაში განმარტავენ, რომ ბაღის დროებით დახურვასთან დაკავშირებით ბაღის დირექტორმა გამგეობას წერილობით მიმართა, გამგებლის მოადგილის განცხადებით, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე დაწყებულია და სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან აღდგება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი