ქედის მუნიციპალიტეტს სოფელ წონიარისში, ხანძრის შედეგად გოგიტიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხუთ წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სახანძროს სამი ბრიგადა და 30 მაშველი მუშაობდა. ქედის გამგეობა ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კი ოჯახი 10 ათას ლარს მიიღებს. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. ხანძარი სავარაუდოდ ელექტრო გაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია. ოჯახი თავს მეზობელს აფარებს.