მერაბ ღოღობერიძე აჭარის მთავარ სამმართველოში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც კორუფციასთთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ძალოვან უწყებას დამატებითი მტკიცებულებები წარუდგინა. მისი მტკიცებით, 11-12 მარტის ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ ცრუ ჩვენება მისცა. მერაბ ღოღობერიძე უარყოფს რომ იგი საპატრულო პოლიციის უფროსს მხოლოდ იმიტომ შეხვდა რომ სარფის საბაჟოზე ტრაილერების ურიგოდ გატარებას ითხოვდა. ასაჯაროვებს პირად მიმოწერას ბუხრაძესთან და აცხადებს, რომ ახალი დეტალების მიწოდება გამოძიებას მნიშვნელოვნად დაეხმარება. ის ასევე ითხოვს ბუხრაძესთან შეხვედრაზე მყოფი ორი პიროვნების დაკითხვას. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.