აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

14 აგვისტო 2024, 14:44 405 ნახვა

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონში ცნობილი აზერბაიჯანელი ინფლუენსერები იმყოფებიან. ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც რეგიონის ეკოტურისტულ პროდუქტებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნენ.

აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მედიატურის მონაწილეები ასიათასობით გამომწერს უზიარებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 25-მდე მედიატურის ფარგლებში უკვე უმასპინძლა 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს.

შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტების რეკლამირება 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში