24 აგვისტო ერისიონი “BLACK SEA” არენაზე

13 აგვისტო 2024, 18:23 174 ნახვა

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ლეგენდარულ ანსამბლ “ერისიონს” Black Sea Arena  24 აგვისტოს უმასპინძლებს. 140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრესტიჟული დარბაზების სცენებზე აიტანა,  გააცოცხლა, გააცნო და დღემდე აცნობს მაყურებელს ქართულ ცეკვასა და მრავალხმიანობას რომელიც “ერისიონის“ ორსაათიან შოუ-პროგრამაში ზუსტად ასახავს ქართულ კულტურას და ტრადიციებს. აქვე გეტყვით რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში