სამაშველო ოპერაცია იტალიის ნაპირებთან

13 აგვისტო 2024, 10:01 314 ნახვა

ესპანურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ოუპენ არმა“ და იტალიის სანაპირო დაცვამ იტალიის კუნძულ ლამპედუზის სამხრეთ სანაპიროსთან ზღვაში 100-ზე მეტი მიგრანტი დაღუპვას გადაარჩინეს და ნავიდან ერთი ცხედარი სანაპიროზე გადაასვენეს.

ესპანური  სამაშველო გემის კაპიტანმა ხის ნავზე მყოფ მიგრანტებს იტალიის სანაპირო დაცვის ხომალდების მისვლამდე სამაშველო ჟილეტები დაურიგა  და შემდგომ გადარჩენილი მიგრანტების კუნძულ ლამპედუზაზე გადაყვანის  ოპერაციაში დაეხმარა. მიგრანტებს შორის  6 ქალი, 4 ბავშვი და ორი მოხუცი კაცი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია ოუპენ არმის  განცხადებით, ისინი პალესტინის, სირიისა და ეგვიპტის მოქალაქეები არიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში