ომი უკრაინაში

11 აგვისტო 2024, 11:54 315 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში, რის გამოც რუსეთის კურსკის ოლქიდან 76 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, - ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევაკუირებულების ნაწილი დროებითი განსახლების ცენტრებში გაგზავნეს, ნაწილი კი - ნათესავებთან.რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 32 დრონი და „ტოჩკა-უ“ ტიპის 4 რაკეტა ჩამოაგდო, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გვიან ღამით განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმის გამო 13 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში