თავდაცვის მინისტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში

09 აგვისტო 2024, 20:01 349 ნახვა

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ჩიქოვანი ქვედანაყოფის შესაძლებლობებს, სკოლის ინფრასტრუქტურასა და ბაზაზე გამოფენილ სამთო აღჭურვილობას გაეცნო. სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო საჩვენებელი სწავლებაც გამართა.  ირაკლი ჩიქოვანი სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე მოწყობილ „ჯარის ბანაკსაც“ ესტუმრა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში