სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს დელეგაციას უმასპინძლა

09 აგვისტო 2024, 19:59 405 ნახვა

პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს შეხვდა. ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებსაც.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში