სოციალურად დაუცველი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროგრამა ხორციელდება - ბათუმის მერია

08 აგვისტო 2024, 17:36 508 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას ახორციელებს.

"ინფორმაცია ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეების საყურადღებოდ

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას ახორციელებს.

პროგრამა ითვალისწინებს აჭარაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მატერიალური დახმარების გაწევას ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 120 001-დან 150 001-მდე და შემადგენლობაში ერთი წევრი მაინც არის 16 წლამდე ასაკის.

ქ. ბათუმში რეგისტრირებულმა ოჯახებმა პროგრამაში ჩართვის მიზნით უნდა მიმართონ აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (მის: ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. N119).

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/OoIbx",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი