მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08 აგვისტო 2024, 14:01 409 ნახვა

ხუთდღიანმა ომმა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები  12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თანახმად შეწყდა.16  წლის წინ  საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში “კონსტიტუციური წესრიგის” აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15  ათასამდე  რუსი სამხედრო შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ  საჰაერო  იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი.

დაიბომბა ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

უკვე 16 წელია  8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოა შეკრების ადგილი, სადაც სამთავრობო და საპარალმენტო შემადგენლობა დილიდან მივიდა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში