ხანძარი ქედაში - წონიარისში მცხოვრები გოგიტიძეების ხუთ წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გუშინ ღამით ცეცხლმა საცხოვრებელი სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები მთლიანად გაანადგურა. შემთხვევის ადგილზე სახანძროს სამი ბრიგადა და 30 მაშველი მუშაობდა. ქედის გამგეობის ინფორმაციით, დაზარალებულები სახელმწიფოსაგან 10 ათას ლარს მიიღებენ. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. ხანძარი სავარაუდოდ ელექტრო გაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია. ოჯახი თავს მეზობლებს აფარებს.