მოსახლეობა განსახლებას ისევ ითხოვს

06 აპრილი 2017, 00:00 3484 ნახვა

მეწყრული პროცესების გააქტიურებიდან  სამ თვეს თხილვანის მოსახლეობა სოფლიდან გასახლებას ისევ ითხოვს. ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფოს კომპენსაციების გაცემის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.  თხილვანელები დღეს  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და ხულოს გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
წლების წინ მარნეულში გადასახლებული და მოგვიანებით  უკან დაბრუნებული მოსახლეობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხის,  25 ათასი ლარის, პირად ანგარიშზე ჩარიცხვას ითხოვს. რამაზ ჭინჭარაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, თანხით ის 28 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამებით ამ დრომდე  არ უსარგებლიათ. ხოლო მარნეულში გასახლებულები და უკან დაბრუნებულები კომპენსაციას ეტაპობრივად მიიღებენ. შეგახსენებთ, სოფელ თხილვანაში მეწყრული კერა სამი თვის წინ გააქტიურდა, საფრთხე 65 ოჯახს შეექმნა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი