ირაკლი ჩიქოვანის გამოფენა

05 აგვისტო 2024, 18:15 588 ნახვა

„ძველი და ახალი ბათუმი“-ასე ჰქვია ირაკლი ჩიქოვანის პერსონალურ გამოფენას, რომელსაც აჭარის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ერთი წლის განმავლობაში შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, რომელიც ძველი და ახალი ბათუმის ქუჩების თემატიკას ეძღვნება. 

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთი გამოფენის ავტორი და მონაწილეა.   ბათუმში კი მხატვრის პერსონალური გამოფენა უკვე მეორედ გაიმართა.   მსურველებს, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში,  ნამუშევრების დათვალიერება 11 აგვისტოს ჩათვლით შეუძლია. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში