სეზონის დახურვა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 

05 აგვისტო 2024, 11:08 463 ნახვა

„დაკარგული გზების სიზმარი“ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სეზონი, ფოლკ–ოპერის, მესამე საპრემიერო ჩვენებით დაიხურა. 

სპექტაკლზე წარმოდგენილი იყო მივიწყებული ქართული ფოლკლორის გათანამედროვებული ვერსია, რომელიც ძველ ადათ–წესებსა და ყოფა ცხოვრებაზე გვიყვება.

ფოლკ-ოპერაში ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის  სოლისტები და მსახიობები მონაწილეობდნენ. იდეის ავტორი და რეჟისორი – ვლადისლავ ტროიცკია.

სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მაყურებლის წინაშე, ახალი სეზონით, შემოდგომაზე დაბრუნდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი