ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი, ორი დღის განმავლობაში, სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.
თენგიზ ცერცვაძე, ავადმყოფობის შედეგად, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.