შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი - ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2024, 15:08 384 ნახვა

შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება, იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.

პრემიერმა, კიდევ ერთხელ, მიუსამძიმრა ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.

„ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ეს დღეები ყველაზე მძიმე ჭირისუფლებისთვის იყო. კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა. დღეს ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება, რათა ყველა თხოვნა შევასრულოთ.

 

აქ აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება, იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, – განაცხადა პრემიერმა.

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა.

ტრაგედიის ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი