ეს იყო და არის ერთი გარყვნილი და მარცხს მიჩვეული პოლიტიკური ჯგუფი - თეა წულუკიანი ოპოზიციაზე

03 აგვისტო 2024, 13:35 350 ნახვა

მე პირადად უკვე აღარ/ვეღარ ვარკვევ, რომელი ნაცი ვის გამოეყო და ვის გაუერთიანდა, ვის ახალი ჰქვია, ვის გირჩი და ვის კიდევ მოედანი, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. 

წულუკიანი პარტია „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

„ბობოხიძეს ხანდახან საუბრის რომელიღაც ნაწილში, და წელიწადში ერთხელ მაინც, ეტყობა, რომ ხალხსა და პოლიტიკას შორის კავშირს ხვდება. ნუ, ცარიელი ინსტინქტით, მაგრამ ხომ ხვდება?! ზოგი მაგასაც რომ ვერ ახერხებთ, ამაშია საქმე. რა გეშველებათ ყველას ერთად და ცალ-ცალკე?

 

ომი დავიწყოთ, ესაა საამაყოო და ჩვენ სიკვდილი სახელოვანი გვწყურიაო (თქვენ არ მოუკვდით დედათქვენს, რაც საქართველოსთვის სიკვდილს თქვენ არ აპირებდეთ!).

 

ახლა, გავიდა ცოტა დრო და სრულიად უავტორიტეტოებმა გაიარ-გამოიარეს ხალხში (რაკი არჩევნები მოდის, სმენიათ, რომ ამ დროს ასეა საჭირო) და გაუკვირდათ, რომ ქვეყნის განადგურება თურმე ხალხს მართლაც არ სურს. ოჰო! არ დაახანეს და შეცვალეს "მესაჟი": ჯანდაბას, გაყიდოს მეღვინემ ღვინო რუსეთშიო და ჯანდაბას, აღარ მოვიკლავთ თავს საამაყოდ ბომბების ქვეშო. ოღონდ, პოზიციის ასეთი ცვლილება რომ პოლიტიკაში ისჯება, ამის მიხვედრას ვერც გვარამიას ვიქტორინობანასა და ბინძურ სცენარისტობაში ნავარჯიშევი ტვინი და ვერც ბობოხიძის ინსტინქტი ვერ ახერხებს.

 

კიდევ გამოხდა ხანი და გვაცნობეს, ვერ ვერთიანდებითო. პირიქით, ცალ-ცალკე ვართო და კიდევ უფრო მეტადაც ვიშლებითო. და ა.შ.

 

მე პირადად უკვე აღარ/ვეღარ ვარკვევ, რომელი ნაცი ვის გამოეყო და ვის გაუერთიანდა, ვის ახალი ჰქვია, ვის გირჩი და ვის კიდევ მოედანი. ეს იყო და არის ერთი გარყვნილი და მარცხს მიჩვეული პოლიტიკური ჯგუფი. ორჯერ აუღებს ვიღაცა ინტერვიუს და ის ინტერვიუ ჰგონიათ არჩევნებში გამარჯვება, რადგან თავი ნახეს ტელევიზორში.
საცოდაობაა.

 

როდემდე შეიძლება ასე რინგზე მარტო ყოფნა, აღარ ვიცი“, - წერს თეა წულუკიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში