ქვემო სილეზიის დელეგაცია აჭარის მთავრობაში

02 აგვისტო 2024, 20:22 107 ნახვა

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქვემო სილეზიის მარშალთან, პაველ განცაჟთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ მარშალს მადლობა გადაუხადა აჭარაში პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის და პოლონეთ-საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობის განვითარებით დაინტერესებისათვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ტურიზმის, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ურთიერთობებზე

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში