საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წელი შესრულდა. პროფესიული დღე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცეს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და პრევენციაში და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.