ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

01 აგვისტო 2024, 16:25 3402 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

მათივე განმარტებით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

ასევე აცხადებენ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში